Saturday, October 13, 2012

ბუნებრივი გარემოს დაცვა.



სასწავლო პროექტი
პროექტის თემა:  ბუნებრივი გარემოს დაცვა.
პროექტის მთავარი იდეა:  გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემაა.შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება.გარემოს დაცვა ყველა ადამიანის მოვალეობაა.
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები მსჯელობენ- შეაქვთ თუ არა წვლილი ბუნებრივი გარემოს დაცვაში.იციან თუ რა იწვევს გარემოს,ჰაერის, წყლის დაბინძურებას.
პროექტის მიზნები:  ინფორმაციის მოძიება და შეგროვება სხვა და სხვა წყაროდან.დაკვირვების უნარის განვითარება.ბუნებრივი გარემოს განსხვავება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგან.განარჩიონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო.ჩამოუყალიბდეთ გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება.გარემოსდაცვითი პლაკატების,ნახატების შექმნა.იმის გაცნობიერება,რომ გარემოს დაცვით დედამიწას ვუფრთხილდებით.
მონაწილეთა ასაკი:   5–6 წელი.
ვადების ხანგრძლივობა:  1–2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:   ბავშვები გააცნობიერებენ,რომ ბუნება არ ქმნის ნაგავს.ნაგავი ნარჩენების სახით მხოლოდ ადამიანებს რჩებათ. მათ უყალიბდებათ ნეგატიური დამოკიდებულება დაბინძურებული გარემოს მიმართ.აკეთებენ დასკვნებს,რომ გარემოს,ჰაერის წყლის დაბინძურება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
საჭირო რესურსები:  სახელმძღვანელოები,კომპიუტერი,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,ფოტოები,სურათები.
პროექტის მსვლელობა:  1.თემის გაცნობა
მოსწავლეებს წინასწარ ვაწვდი ინფორმაციას თემის შესახებ. მაგ:რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა თითოეული ადამიანისთვის. გამყავს ბავშვები ბუნებაში ვთხოვ, მათ დაუკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს და უპასუხონ კითხვებს:
        რას ხედავთ გარშემო?
        განასხვავეთ მათ შორის რომელია ბუნებრივი და რომელი ადამიანის ხელით შექმნილი გარემო?
        მოუსმინეთ რა და რა ხმები გესმით?
        თუ გსმენიათ ასეთი ხმები სახლში ან სკოლაში?
        რისი სურნელი გცემთ?
        თქვენს სახლში ან სკოლაში თუ გრძნობთ იგივე სურნელს? (შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არა მარტო მხედველობით)
მასწავლებელს ამ გაკვეთილისთვის მომზადებული აქვს კანფეტები და სხვა შეფუთული,  მზა პროდუქტები,რომლებსაც ურიგებს მოსწავლეებს და სთხოვს მიირთვან.მოსწავლეები სავარაუდოდ კანფეტის ქაღალდებს,პარკებს და სხვა ნარჩენებს იქვე დაყრიან მიწაზე.მასწავლებელი მართავს მცირე დისკუსიას კითხვებით:
        როგორ დანაგვიანდა ჩვენი გარემო?
        როგორ ჩნდება ნაგავი?
მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ,რომ დანაგვიანება ხდება ადამიანების არასწორი ქმედების შედეგად.შემდგომ ისინი ასუფთავებენ ამ ადგილს და ნაგვის ურნაში ყრიან ნარჩენებს. გარემოს არასწორად მოხმარება და მისი დაბინძურება საყოფაცხოვრებო თუ ქიმიური ნარჩენებით,ტყეების უმოწყალოდ ჩეხვა,წყლის დაბინძურება და ბევრი სხვა, ესაა პრობლემები,რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს.შემდგომ მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ აზრებს თემასთან დაკავშირებით,რომ ნაგავის უადგილოდ დაყრა უკულტურობის მაჩვენებელია და სამარცხვინოა.
2.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.პროექტის გეგმის შემუშავება.ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება.გარემოსდაცვითი ნახატების და პლაკატების შექმნა.პრეზენტაციის გაკეთება.გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება.(საკლასო ოთახის,სკოლის ეზოს დასუფთავება)
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:  ქართული,ბუნება.
ქართ. Ι.1 მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას;
·         ასრულებს მასწავლებლის მარტივ,ზეპირ ინსტრუქციებს.
·         მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში,ჯგუფურ აქტივობებში.
     ბუნ. Ι. 9. მოსწავლეს უყალიბდება  დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი.
·         განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს,სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოსცემს თავის განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ.
·         აღწერს საკუთარ ქმედებას გარემოში სისუფთავის შესანარჩუნებლად.(მაგ.საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება)
   პროექტის ხელმძღვანელი:   ნატო ნანავა.
   ხელმძღვანელის ელ ფოსტა:  natonanava@gmail.com